← ყველა კოლექცია

დაგეროტიპები

თარიღები
1980-იანი წლები

დაგეროტიპი — ფრანგი მხატვრის ლუი დაგერი გამოგონება — იყო პირველი პრაქტიკული ფოტოგრაფიული პროცესი, რომელიც შესაძლებელს ხდიდა გამოსახულების მუდმივ დაფიქსირებას. მეთოდი ოფიციალურად გამოცხადდა 1839 წელს და კამერა-ობსკურის საშუალებით ქმნიდა ერთ, უნიკალურ გამოსახულებას ვერცხლით დაფარულ სპილენძის ფირფიტაზე.

დაგეროტიპები გამოირჩეოდა განსაკუთრებული დეტალიზაციითა და გამოსახულების მაღალი ხარისხით და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ფოტოგრაფიის გავრცელებაში. თუმცა გამოყენებული მასალების სიმყიფისა და ტექნოლოგიის თავისებურებების გამო, დაგეროტიპები ხანგრძლივი შენახვისთვის არ იყო განკუთვნილი, რის შედეგადაც მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა დღემდე.

საქართველოში მხოლოდ რამდენიმე დაგეროტიპია ცნობილი. უმეტეს შემთხვევაში უცნობია როგორც გამოსახულ პირთა ვინაობა, ისე თავად ფოტოგრაფების სახელები.

გაზეთი „კავკასია“ 1846 წელს იხსენიებს რამდენიმე უცხოელ ფოტოგრაფს, რომლებიც ამ პერიოდში რეგიონში მოღვაწეობდნენ. მათ შორის იყო ვერნერი, რომელიც, წყაროს მიხედვით, პორტრეტებს ერთ წუთში იღებდა, აგრეთვე გ. გაუპტი და ა. ალექსანდროვსკი, რომელთაც მაღალი ხარისხის პორტრეტების შექმნა მიეწერებოდათ.

კურატორი: გიორგი გერსამია

ფოტოები