ფეოდალური ეპოქის ტფილისიდან დღემდე შემორჩენილია მხოლოდ ძველი საცხოვრებელი კვარტლების გეგმარება, ციხის ნანგრევები, ქალაქის გალავნის ფრაგმენტები და ეკლესიები, რომლებიც კვლავ განსაზღვრავს ძველი ქალაქის უნიკალურ სილუეტს.
XIX საუკუნის დასაწყისიდან, საქართველოს რუსეთის იმპერიაში შესვლის შემდეგ, **თბილისი**ს ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო. ქალაქის პოლიტიკურმა, სოციალურ-ეკონომიკურმა და კულტურულმა ცხოვრებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ფეოდალური და აღმოსავლური ქალაქი თანდათან გადაიქცა ამიერკავკასიის მთავარ ადმინისტრაციულ და კაპიტალისტურ ცენტრად, რომელშიც ევროპული ურბანული მოდელები დამკვიდრდა.
ქალაქი სწრაფად ფართოვდებოდა — შენდებოდა ახალი უბნები, იცვლებოდა ძველი ნაგებობები, იქმნებოდა სამრეწველო ობიექტები, ბანკები და სავაჭრო სივრცეები. პარალელურად აქტიურდებოდა საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრება: დაარსდა გაზეთები და ჟურნალები, სამეცნიერო და ხელოვნების საზოგადოებები, აღორძინდა ეროვნული თეატრი და იმართებოდა მხატვართა გამოფენები. XIX საუკუნის ბოლოსთვის თბილისი რეგიონული კულტურული ცენტრი გახდა.
— ვახტანგ ბერიძე
ტ. გერსამიას წინასიტყვაობიდან წიგნში „ძველი თბილისი“
**დავით ერმაკოვი**ს ნეგატივები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
კურატორი: გიორგი გერსამია