ალექსანდრე დიღმელოვი (1884–1957) კინოში მუშაობდა 1910 წლიდან. თავდაპირველად იღებდა მოკლემეტრაჟიან ქრონიკალურ სიუჟეტებს. მოგვიანებით იგი საოპერატოროდ მუშაობდა რეჟისორ ივანე პერესტიანის ფილმებზე: „წითელი ეშმაკუნები“, „სამი სიცოცხლე“, „ტარიელ მკლავაძე“. მის საუკეთესო ნამუშევრებს მიეკუთვნება: „არსენა“ (1937), „გიორგი სააკაძე“ (1943), „მაგდანას ლურჯა“ (1956, ლ. სუხოვთან ერთად). დიგმელოვი ასევე არის საქართველოში კინემატოგრაფის საწყისი პერიოდის მემუარების ავტორი.
წარმოდგენილი ფოტოსურათები მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია მისი მრავალრიცხოვანი კოლექციისა და ასახავს კინოწარმოების პროცესსა და ეპოქის კულტურულ გარემოს.