
ტფილისის რკინიგზის სადგური და სადგურის მოედანი. ფოტოგრაფი: დავით ყორღანოვი.
ფოტოზე გამოსახულია ტფილისის რკინიგზის სადგური და მის წინ მდებარე მოედანი, სადაც ჩანს მრავალი ეტლი და ადამიანი. სურათი ასახავს რკინიგზის მნიშვნელობას ქალაქის სატრანსპორტო სისტემაში XIX საუკუნის ბოლოს.
ფოტოს ავტორია დავით ყორღანოვი, ტფილისის ფოტოგრაფ-მოყვარულთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. მისი ნამუშევრები ხშირად ასახავდა ტფილისის არქიტექტურას, ურბანულ სივრცეებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას.