
ბორანი მტკვარზე, რომელიც თბილისელებს მდინარის ერთ ნაპირზეიდან მეორეზე გადაჰყავდა, 1903 წელი.
ფოტოზე წარმოდგენილია თბილისის პანორამა მუხრანის მხრიდან, 1903 წელს. წინა პლანზე ჩანს ბორანი მტკვარზე, რომელიც მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე ადამიანებს, ცხოველებსა და ტვირთს გადაჰყავდა. ხიდებისა და თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებამდე ბორანი მნიშვნელოვანი საშუალება იყო ქალაქში გადაადგილებისთვის. ფოტოზე ჩანს თბილისის ურბანული სტრუქტურა და მტკვრის მნიშვნელოვანი როლი ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაში.