← ყველა კოლექცია

ალექსანდრე ენგელი

თარიღები
1918

ალექსანდრე ენგელის კოლექცია ასახავს ფოტოგრაფ ალექსანდრე ენგელის საქმიანობას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კავკასიაში ფოტოგრაფიის განვითარებაში XIX საუკუნის ბოლოს.

1890 წლის დეკემბერში ალექსანდრე ენგელმა გახსნა ფოტოგრაფიული ატელიე თფილისში. მანამდე იგი, როგორც პეიზაჟების გადაღების ცნობილი ოსტატი, მუშაობდა შუა აზიასა და ჩრდილო კავკასიაში.

1879 წელს ენგელს მიღებული ჰქონდა პეტერბურგის გეოგრაფიული საზოგადოების ვერცხლის მედალი, ხოლო 1881 წელს ვენეციაში გეოგრაფების საერთაშორისო ყრილობის დიპლომი. 1879 წელსვე იგი არჩეული იყო რუსული საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების წევრად.

ენგელი იყო ალბომის „კასპიისპირეთის რკინიგზები“ ავტორი. 1895 წელს მან გახსნა ფოტოლიტოგრაფიული სახელოსნო, ხოლო 1896 წლიდან მუშაობდა ფოტოგრაფად ამიერკავკასიის რკინიგზაზე.

ალექსანდრე ენგელი 1918 წელს, სამოქალაქო ომის დროს, შუა აზიაში დაიკარგა.

მისი ფოტოგრაფიული ნამუშევრები წარმოადგენს მნიშვნელოვან ვიზუალურ დოკუმენტაციას კავკასიისა და მიმდებარე რეგიონების ლანდშაფტების, ინფრასტრუქტურისა და ურბანული გარემოს შესახებ XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე.

კურატორი: გიორგი გერსამია

ფოტოები